როგორ შევადგინოთ რეზიუმე (CV)

სანამ უშუალოდ საქმეზე გადავიდოდე მინდა ვთქვა, რომ ამ პოსტის სათაურის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ბევრმა ადამიანმა თქვას: – ეხ, ვის რაში აინტერესებს CV შედგენა?! ეს იმდენჯერ მაქვს გაკეთებული, რომ სიზმარშიც კი რეზიუმებს ვნახულობ. თუმცა მინდა ამ ხალხს უთხრა, რომ CV ფორმასა და შინაარსზე დიდად არის დამოკიდებული დამსაქმებლის მიერ თქვენი კანდიდატურის განხილვა (ამას პირადი გამოცდილებით გეუბნებით).  გარდა ამისა ეს სტატია იმათთვისაა ვინც CV შედგენა კი არა საერთოდ რა ფუნქცია აკისრია მას არ იციან.

CV ეს ის დოკუმენტია, რომლითაც დამსაქმებელს ექმნება პირველი, ხშირად, გადამწყვეტი, შთაბეჭდილება სამუშაოს მაძიებლის შესახებ.

ზოგადი   რეკომენდაცია   შემდეგია:

Ø  CV უნდა იყოს ლაკონური, სტრუქტურირებული, დახვეწილი, წასაკითხად მოხერხებული; არ უნდა აღემატებოდეს 1-2 გვერდს.

Ø  რეზიუმე უნდა მოუცავდეს სემდეგ განყოფილებებს:

  • საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი (მამის სახელი არაა საჭირო), დაბადების თარიღი; საფოსტო მისამართი (თქვენი ქუჩის,უბნის საფოსტო ინდექსი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (სახლის და/ან მობილური ტელეფონის ნომრები; ელექტრონული ფოსტის მისამართი).
  • განათლება (სასწავლებლის დაწყება/დამთავრების წელი, სასწავლებლის დასახელება სრულად, ფაკულტეტი და სპეციალობა);
  • სასწავლო კურსები და ტრენინგები (პერიოდის, ორგანიზაციის, კურსის/ტრენინგის სახელწოდებისა და განმარტების მითითებით);
  • სამუშაო გამოცდილება (მუშაობის პერიოდი; ორგანიზაციის დასახელება სრულად; განყოფილება, სადაც მუშაობდით; ოზიცია; ძირითადი ფუნქციები; მიღწევები).
  • უცხო ენის ცოდნა (თუ გავლილი გაქვთ კურსი, მიუთითეთ სწავლების პერიოდი, ორგანიზაცია, კურსის სახელწოდება და აირეთ თუ არა სერტიფიკატი);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (თუ გავლილი გაქვთ კურსი, მიუითეთ სწავლების პერიოდი, ორგანიზაცია, კურსის სახელწოდება და აიღეთ თუ არა სერტიფიკატი);
  • დამატებითი ინფორმაცია, რომლის მითითებაც შეიძლება ღირდეს იმისდა მიხედვით, თუ რა ვაკანსიაზე აგზავნით CV-ს (მაგალითად, ავტომანქანის მართვის მოწმობა; განსაკუთრებული უნარები და ა.შ.)
  • რეკომენდატორის სახელი, გვარი, თანამდებობა, ორგანიზაცია, საკონტაქტო მონაცემები (მოთხოვნის შემთხვევაში).

რა   ინფორმაცია   არ   არის   სასურველი   რეზიუმეში?

§  რეზიუმეში დეტალურად ან საერთოდ არ უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელსაც კავშირი არ აქვს სასურველ ვაკანსიასთან;

§  შრომის ანაზღაურების სასურველი ოდენობა, თული ამას არ ითხოვს დამსაქმებელი;

§  ოჯახური მდგომარეობა, თუკი ამას არ ითხოვს დამსაქმებელი;

§  ორაზროვანი, გაუგებარი სიტყვები;

§  ზედმეტი სპეციფიური ტექნიკური სიტყვები, აბრევიატურები გაშიფვრის გარეშე (თუმცა, სრულიად დაშვებულია ტექნიკური კურსებისა და სერტიფიკატების სპეციფიური სახელწოდებები და მისთ.);

§  ჰობი და ინტერესები;

§  ერიდეთ გადატვირთულ დიზაინს, მხატვრულ-გრაფიკულ გაფორმებას.

გახსოვდეთ:  თუ გადაწყვიტეთ რეზიუმეში ფოტოსურათის განთავსება, ის უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ოღონდ ისე, რომ რეზიუმეს ფაილის ზომა ძალიან არ გაიზარდოს (ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 300 კილობაიტს). ფოტოსურათზე ფონი უნდა იყოს ნეიტრალური , თქვენი გამოხედვა – ბუნებრივი, ჩაცმულობა – რაც შეიძლება სადა და ოფიციალური (ვაკანსიის შესაბამისად).

რეზიუმეს (CV) გადაგზავნისას ელფოსტის მესიჯის  sudject ველში აუცილებლად მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზეც აგზავნით CV-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, იგი საერთოდ არ განიხილონ. თუ რეზიუმეს ამობეჭდილი სახით აგზავნით, მაშინ სასურვლი ვაკანსია მიუთითეთუშუალოდ რეზიუმეში ან საკმარისი იქნება მისი მითითება რეზიუმეს თანამდევ სამოტივაციო წერილში.

ვიცი რომ ამ პატარა რეკომენდაციით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა არ დაიძლევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შრომის ბაზარზე კონკურენციის ხარისხი გაიზრდება.

ყ  ვ  ე  ლ  ა  ს     წ  ა  რ  მ  ა  ტ  ე  ბ  ე  ბ  ი ! ! !

პატივისცემით, ზვიადი.

Gallery | This entry was posted in ზოგადი and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s