სამუშაოს ძებნის მექანიზმი

ჩვენს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შრომის ბაზარზე ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს.  ამიტომ ეს სტატია დაგეხმარებათ თქვენი ღირსებებისა და უპირატესობების ობიექტურად შეფასება და კარგად წარმოჩენაში.

სამუშაოს ძებნის ეტაპებია:

§  საწყისი ეტაპი – საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების რეალური შეფასება და იმ პოზიციის განსაზღვრა, თუ სად არის გამართლებული საკუთარი კანდიდატურის შეთავაზება

თვითშეფასებით პასუხი უნდა მიიღოთ შემდეგ საკითხებზე:

ü  რა სამუშაოს ვეძებთ?

ü  რომელ სფეროში ვარ პროფესიონალი?

ü  საკმარისია თუ არა ცემი კვალიფიკაციის დონე იმ სამუშაო პოზიციის დასაკავებლად, რომელიც მაინტერესებს?

ü  რა სახის სამუშაოს შევასრულებ ეფექტიანად?

ü  რითი ვაჯობებ ჩემს კონკურენტებს შრომის ბაზარზე?

ü  მუშაობის რა პირობებზე ვიქნები თანახმა?

ü  რამდენია სრომის ანაზღაურების ჩემთვის მისაღები მინიმალური ოდენიბა? და ა.შ.

საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფასებასთან ერთად აუცილებელია შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზი. კერძოდ:

ü  უნდა გაარკვიოთ, რა სამუშაო ადგილზე აქვს აზრი თქვენი კანდიდატურის წარდგენას;

ü  რამდენად მოთხოვნადია თქვენთვის სასურველი და შესაფერის  სამუშაო შრომის ბაზარზე?

ü  მოიძიეთ და გაანალიზეთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ (შრომის პირობები, ანაზრაურება და ა.შ);

ü  საჭიროების სემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართეთ სპეციალურ საკონსულტაციო სამსახურებს.

გახსივდეთ: ნუ შესთავაზებთ საკუთარ კანდიდატურას ვაკანსიზე, რომლის მოთხოვნებსაც არ შეესაბამებით.

§  შუალედური ეტაპი – სამუშაოს ძებნა

სასურველი და შესაფერისი სამუშაოს მოსაძებნად უნდა გამოიყენოთ ყველა, თქვენთვის ხელმისაწვდომი გზა და საშუალება. ეს სასუალებები სეიძლება იყოს:

ü  უშუალოდ დამსაქმებელთან ვიზიტი;

ü  დასაქმების სამსახურების (სააგენტოების) მომსახურება;

ü  მასმედიაში (გაზეთში, ჟურნალში, ტელევიზიით და ა.შ) გამოქვეყნებული განცხადებები;

ü  ინტერნეტი;

ü  ნაცნობების წრე.

გახსოვდეთ:  სამუშაოს ძებნის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის შესაფერისი სამუშაოს პოვნის ალბათობას.

§  ბოლო ეტაპი – დამსაქმებელთან ვიზიტი, გასაუბრება, მუშაობის პირობებისა და შემოთავაზების განხილვა.

თუ გაინტერესებთ როგორ შეადგინოთ რეზიუმე (CV) დააჭირეთ აქ.

ყ  ვ  ე  ლ  ა  ს   წ  ა  რ  მ  ა  ტ  ე  ბ  ე  ბ  ი !  ! !

პატივისცემით, ზვიადი.

Gallery | This entry was posted in ზოგადი, საზოგადოება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s