რა უნდა იცოდეს სტუდენტმა?

მახსენდება პირველ კურსზე რომ ვიყავი, როგორ მოგვმართავდნენ აკადემიური პერსონალი სტუდენტებს.

–         თქვენ არ გაქვთ ამის მოთხოვნის უფლება!

–         თუ ასე არ მოიქცევით გაირიცხებით სასწავლებლიდან!

–         ეს თქვენი მოვალეობაა!

–         უნდა დაიცვათ ეს წესები!

–         უნდა მოუსმინოთ ლექტორს!

–         წინააღმდეგობა ნიშნავს…

და ა.შ.

მოკლედ მე მინდა დავდო  ,,უმაღლესი განათლების შესახებ ” კანონიდან მნიშველოვანი პუნქტები, რომლებიც სტუდენტს მისცემს იმის საშუალებას, რომ დაიცვას საკუთარი უფლება და სასწავლებელს მოსთხოვოს კანონით მინიჭებული მოვალეობის შესრულება.

ალბათ სტუდენტთა უმრავლესობამ იცის, რომ არსებობს ორი სამართლებრივი ფორმის უმაღლესი სასწავლებელი, ესენია: სსიპ (საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ასეთებია: თსუ, გპი, სუ და ა.შ, რომელიც დაფუძნებულია სახემწიფოს მიერ) და კსიპ (კერძო სამართლის იურიდიული პირი, ასეთ სასწავლებლებად ითვლება ისინი, რომლებასაც აქვს აკრედიტაცია და ლიცენზია, განატლების სამინისტროდან: კავკასიის, თავისუფალი, ალასანიას უნივერისტეტი და ა.შ, რომელიც დაფუძნებულია, იურიდიული პირის/პირების მიერ). სსიპ და კსიპ-ზე გარკვეულ შემთხვევაში სხვადასხვა წეს ადგენს სახემწიფო, ამიტომ თუ გვეცოდინება მათ შორის რა განსხვავებაა კარგი იქნება.

შევუდგეთ საქმეს!!!

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

(ეს კანონი ძალიან მარტივ ენაზეა შედგენილი, ამიტომ არ დაგჭირდებათ იურიდიული ლექსიკონი)

მუხლი 3. უმაღლესი განათლების მიზნები

1.საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი

განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების

მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების

განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების

მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა

კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების

მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება

დაინტერესებული პირებისათვის;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად

სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას;

ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური პერსონალისა

და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების

კონტროლის პროცესში;

თ) უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის

აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და

შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ

დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;

კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის

პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც

მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

თავი IV

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულების სტრუქტურა

მუხლი 15. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია

(მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო,

რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის

სამსახური.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):

ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

მუხლი 25. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის

უზრუნველყოფის სამსახური

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის

ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც

მონაწილეობას იღებენ აგრეთვე დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები

საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

თავი VI

სტუდენტი (ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი)

მუხლი 43. სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა

და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი

საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო,

საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი

ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის, მათ შორის,

საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ

ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას

იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის

მიმდინარეობისას;

კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის

შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის

მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული

პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და

პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ

დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ

შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი

ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები.

ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური

ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად.

სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია

იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით

დადგენილი წესით.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი

უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება,

რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის

თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული

შემთხვევისა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს

სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო

პროცედურებს.

7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური

გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი

საგანმანთლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესით გათვალისწინებულ

შემთხვევებში და წესით, ამ კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი

პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია

შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს

შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო

პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებ- ლო დაწესებულება

ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს

დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა

ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში,

გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით

გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების,

ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და

უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს

ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

9. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის

მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს

დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული

მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი

განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

11. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ

მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

ვფიქრობ ძირითადი რაც სტუდენტს სჭირდება ამოვწერე კანონიდან, თუ ვინმეს გაგიჩნდათ რამე შეკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით შეგიძლიათ დატოვოთ პოსტის ბოლოს კომენტარის სახით.

გისურვებთ წარმატებებს!!!

პატივისცემით, ზვიადი.

This entry was posted in საზოგადოება and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s