“მე”-ს დიალოგი “მე”-სთან

ცუდით თუ კარგით “მე” ორჭოფობს…

მძიმე რეალობით ჯობია… ის რაც გაწუხებს ზედაპირზე უნდა ამოტოვტოვდეს,სულმა ღვედი შეიხსნას და  სიმსუბუქე იგემოს…ასე უფრო ახლოა მიზანი და ბევრად ახლოს სულის სავანე…

_ყოველთვის გინდა  გაექცე გარემოს,რომელიც შენი ცხოვრების ნაწილია. უადგილო კითხვა არაა რატომ?

_კითხვა,რომელიც მაბნევს და უფრო არ მსიამოვნებს “მე” სხვანაირად დავიწყებდი უფრო კეთილად.

გადის წუთი…

ვიჯერებ,რომ მომწონდეს…ვქმნი,რომ ვიყო…ცხოვრების ნაწილია, რომ შევეჩვიო…”მე” უნდა მოერგოს ნაკლენად სასურველს…

_და გონების პირველივე კარნახით თამაშის მოტივიც გამართლებულია?!!!

_მსახოიბობა არ არის მარტივი ერთი “მე” დან მეორეში მონაცვლეობა,უცხოს შესისლხორცება, სულზე ექსპერიმენტების ჩატარება და საფრთხის კვალდაკვალ ტრიალი იმისთვის,რომ გარემოს მოვწონდე…

_”მე”-ზე უარის თქმა უცვლელი ღირებულებების,პრინციპების უარყოფა,რომლითაც მთელი ცხოვრება ხელმძღვანელობ,ნუთუ ხსნას მხოლოდ ნიღაბში ხედავ? გზად,რომელიც აგირჩევია სიმდაბლემდე მიგიყვანს ან შეუხორცებელ ჭრილობამდე…

საფრთხის არ არსებობა არ გეგონოს მარტივ გამოსავალში…

შედეგზე იფიქრე!!!

_რამდენ გამოწვევას უძლებს ადამაინი.ყოველი განსაცდელი სულის ფაზაში უსისხლოდ  გადის,გონების ჭრილში შავ ლაქებს ტოვებს… ტკივილის ლაბირინთებში  იხლართება და ხუთავს…

და  “ადამიანი ყველაფერს ეგუება” უდიდესი სიცრუე!  სული მუდმივად  გამოსავლის ძიებით არ ნიშნავს შეგუებას! გადარჩენისკენ სწრაფვა იმდენად  ღრმა და სიცოცხლისუნარიანია თითოეულ ჩვენთაგანში, რომ  უკიდურეს ჟამს  გვეხმარება  სუიცსიდს გავემიჯნოთ…ხსნამდე ყველა გზა ბეწვის ხიდია, ფინალი  ფარდობითი შედეგი კი არასასურველი  სუნით გაჟღენთილი…

_ფლეგმანტიზმის საფუძველი იქნებ მხოლოდ შენშია და “წმინდა ექსტრავენტის” ამოფარება  “მეს” საზრიანი სვლა გგონია?ხვალინდელი დღე რომელი “მეს” მომავალია იქნებ გიფიქრია ამაზე?

_ვცდილობ იმაზე არ ვიფიქრო რისი პასუხიც არ მაქვს…მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი მესახება, ვიდრე ისედაც არის….

_დეპრესია პესიმიზმის ნიშან-წყალია…

გაქცევით შვებას ვერ ნახავ…თვითდაჯერებით სულს მოწამლავ და რწმენას შეარყევ!

მკვდარი ცოცხალმაც შეგიძლია იყო…

გამოსავალი სწორედ იქ იმალება სადაც ყველაზე ნაკლებად ელი!!!

გამჭირვალელდ განსაჯე მოვლენები!!!

_მტანჯველ ფიქრებისგან გონება იღლება,არშემდგარი პერსონაჟისგან “მე” ნალექდება…მისწრაფება ჟანგ იკიდებს!სიცოცხლის ხალისი იფერფლება და თვალები ბედს ეგუება ეს “მე” არის ჩიხში…

ვფიქრობ მოვლენები თავის ნებაზე მივუშვა და დროს მივანდო.დრო  ყველაფერს თავის ადგილს უჩენს

…ახუნებს იმას რაც ოდესღაც ბზინავდა.”დრო”ყველაზე სასარგებლო რამ არის ადამიანთა სამყაროში ის ყველაფერს თავის დაღს ასვამს!

დრო აი სად არის ჩემი ხსნა!

_არ დაგავიწყდეს დროის სვლას დრო სჭირდება!!!უმოქმედოდ,ცხოვრების სვლის, დროის დინების ყურება ბედდთან დამორჩილებას ნიშნავს!

ადამაიანი კი არასდროს ეგუება იმას,რაც აწუხებს ტკივილს ებრძვის და არ ნებდება!!!

 

ერთი კვირის შემდეგ…

გონების სპრიზმაში გატარებულ ფიქრთა სხვადასხვაობის შედეგი ოცნებაში წარმოქმნილზე ბევრად ლაღი…

ჭეშმარიტების ნათელ წერტილამდე მისულ” მეს”არსი    “არასოდეს არის გარმო..მოვლენები… ადამიანები ისეთი, როგორიც  სურვილს უნდა” და არც მწარე რეალობაა…

“წმინდა ექსტრავენტი “მე” ილუზიის პირმშოა, რომელიც არარსებულს კვებავს, რეალობის სამკუთხედს ადამიანს,ბუნების კანონზომიერებას და განგებას  უგულებელყოფს…

სული  გამყოფი ბზარი კი გონების ბოროტი ნაშთი აზრებია…

და ხსნაც ნაპოვნია…

ავტორი: თამთა ჭკადუა

 

 

Gallery | This entry was posted in საზოგადოება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s