საზოგადოების საქმიანობის მიზნები:

1. დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში;

2.  ხელი შეუწყოს მოქალაქეებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას;

3.  დახმარება გაუწიოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას;

4.  სოციალური საწარმოების შექმნა ;

5. არაფორმალური განათლების წახალისება;

6. რეგიონული განვითარების მხარდაჭერა;

7. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფების (იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) ხელშეწყობა;

8. ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

9. ადგილობრივი თვითმართველობის განვითარება;

10. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

  საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:

1.  გამართავს და ჩაატარებს პროექტებს, ტურებს, ღონისძიებებს, განხილვებსა, დისკუსიებს, საქველმოქმედო და მსგავსი სახის აქციებს წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებისათვის;

2.  ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან.

3.   მიიღებს მონაწილეობას საზოგადოებისათვის  აქტუალური საკითხების განხილვაში;

6.  ახორციელებს არჩევნების მონიტორინგს;

7.   ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების (სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, პრივატიზაციისა და ქონების მართვის, უფლებამოსილებების შესრულების და ა.შ) მონიტორინგი.

8.  ეწევა სხვა სახის საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით;

This entry was posted in საზოგადოება. Bookmark the permalink.