გასაუბრება

ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სამუშაოს მაძიბელთათვის არის გასაუბრე, ამიტომ ვფიქრობ აქ ყველაზე მეტად გვჭირდება რჩევები.

გახსოვდეთ:

  • გასაუბრება არის შეხვედრა ადამიანთან, რომელიც შეიძლება გახდეს თქვენი კოლეგა;
  • შეეცადეთ, რომ ამ დროს არ ინერვიულოთ, მშვიდად, ბუნებრივად გამოიყურებოდეთ.

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?

  • სასურველია, გასაუბრებამდე მოიპოვოთ ინფორმაცია ორგანიზაციის, მისი ისტორიის, ძირითადი საქმიანობის, მენეჯმენტისა და სხვა ტანამდევი საკითხების შესახებ;
  • მოამზადეთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებაზე. ეს კითხვები იქნება როგორც ზოგადი, ისე დაკავშირებული თქვენ სასურველ ვაკანსიასთანაც. ამიტომ წინანსწარ გაიაზრეთსაკუტარი ტავი აღნიშნულ თანამდებობაზე;
  • იზრუნეთ თქვენს გარეგნულ იერზე, ეცადეთ, არ ჩაიცვათ გამომწვევად, ექსცენტრულად; თუ ეწევით ჯობს, სჯობს ინტერვიუს შემდეგ მოწიოთ.

რა უნდა იცოდეთ გასაუბრების წარმატებით გავლისთვის?

  • არ დაიგვიანოთ გასაუბრებაზე, მაგრამ არც ბევრად ადრე მიხვიდეთ;
  • დამსაქმებელთან ურთიერთობისას იყავით თავაზიანი, მაგრამ გაბედული (სიმორცხვე გამოუცდელობად შეიძლება იქნეს აღქმული);
  • გასაუბრებაზე შესვლის წინ გამორთეთ მობილური ტელეფონი;
  • წინასწარ ძნელია იმის გარკვევა, თუ ვინ ჩაგიტარებთ ინტერვიუს, ამიტომ შეეცადეთ, ამიტომ შეეცადეთ დაიმახსოვროთ იმ ინტერვიუერების სახელი და თანამდებობა, რომლებიც ინტერვიუს დასაწყისში გაგეცნობიან (ან რომლებსაც ინტერვიუს დასაწყისში გაგაცნობენ). ეს საშუალებას მოგცემთ, საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ მათ სახელით, რაც განამტკიცებს სანდოობისა და კეთილგანწყობის გარემოს ინტერვიუს დროს, ხსნის დაძაბულობას, ზრდის თქვენსავე დაძაბულობას;
  • სამუშაოთი თქვენი დაინტერესების მტავარ მოტივად დაასახელეთ არამარტო ფინანსური მხარე, არამედ ის, რომ თქვენთვის პირველ რიგში საინტერესოა მოცემულ ორგანიზაციაში მუშაობა.

ტიპიური კითხვები, რომლებიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებისას:

  • გვიამბეთ თქვენს შესახებ;
  • რატომ გსურთ ჩვენს კომპანიაში მუშაობა?
  • რა სახის საქმიანობა მოგწონთ ყველაზე მეტად?
  • რა მოგწონდათ ან არ მოგწონდათ წინა სამსახურში?
  • რა დამოკიდებულება გაქვთ ცვლილებებისადმი?
  • გქონდათ თუ არა წარუმატებლობები წინა სამსახურში?
  • რამდენად სწრაფად შეგიძლიათ ახალ პირობებთან ადაპტაცია?
  • რატომ გსურთ ამ პროფილით მუშაობა?
  • რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?
  • როგორ ხედავთ თქვენს თავს რამოდენიმე წლის შემდეგ?
  • ინდივიდუალური მუშაობა გირჩევნიათ თუ გუნდური?
  • თქვეთვის სასურველი ხელფასის ოდენობა;

კითხვები, რომლების შეიძლება თქვენ დასვათ გასაუბრებისას:

  • განვიტარების რა გეგმები აქვს ორგანიზაცია?
  • რა პერსპექტივა შეიძლება მქონდეს თქვენს ორგანიზაციაში?
  • რა სიძნელეები შეიძლება შემხვდეს შემოთავაზებულ თანამდებობაზე?  და სხვ.

გასაუბრების შემდეგ აუცილებელია შედეგების გაანალიზება (თუმცა, ნუ დაითრგუნებით უარყოფითი განცდებით: საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი რამ სუბიექტურად წყდება და ამიტომ ის, რასაც თქვენ საკუთარ ჩავარდნად თვლით, შეიძლება დადებითად იყოს აღქმული):

  • რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათგასაუბრებისას?
  • რა იყო თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები?
  • რას არ გაიმეორებდით ხელახალი გასაუბრებისას?
  • რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ორგანიზაციამ და იმ ადამიანებმა, რომლებსაც მიჰყავდა ინტერვიუ? ისურვებდით მათთან თანამშრომლობას?

ყ  ვ  ე  ლ  ა  ს    წ  ა  რ  მ  ა  ტ  ე  ბ  ე  ბ  ი !  !  !

პატივისცემით, ზვიადი

 

About these ads
Gallery | This entry was posted in ზოგადი, საზოგადოება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s